Folgen

  • შუა აზია: ქალაქები, მომთაბარეები და იმპერიები. მწარე პოდკასტი #191
    Feb 24 2026

    „მწარე პოდკასტის" 191-ე ეპიზოდში, არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილთან ერთად შუა აზიის ისტორიაზე, გეოგრაფიულ საზღვრებზე, ლანდშაფტზე, მომთაბარეებზე, იმპერიებსა და ქალაქებზე ვისაუბრეთ.

    Mehr anzeigen Weniger anzeigen
    1 Std. und 21 Min.
  • ბიზანტია და ბიზანტიელები: რომის ნელი აგონია შუა საუკუნეებში. მწარე პოდკასტი #190
    Feb 8 2026

    ვინ იყვნენ ბიზანტიელები, როგორ დამკვიდრდა ეს ტერმინი, რამდენად შეინარჩუნეს რომის მემკვიდრეობა, რას ნიშნავს ბიზანტიური თანამეგობრობა, როგორ გაძლო იმპერიამ მრავალი საუკუნე, რა კვალი დატოვეს ისტორიაში - ამ თემებზე სასაუბროდ ბიზანტისტი სანდრო ნიკოლაიშვილი გვესტუმრა.

    Mehr anzeigen Weniger anzeigen
    1 Std. und 46 Min.
  • ჩინგიზ ყაენი და მონღოლთა იმპერიის დაბადება. მწარე პოდკასტი #189
    Jan 29 2026

    ამ ეპიზოდში, შუა საუკუნეების მკვლევარი ბექა კვაჭაძე გვესტუმრა ჩინგიზ ყაენის ბიოგრაფიაზე, მის ეპოქაზე, მონღოლურ ტომებსა და იმპერიის ჩამოყალიბებაზე სასაუბროდ; აქვე განვიხილეთ ომი ხორეზმთან, მონღოლების პირველი ბრძოლები ქართველებთან, რუსებისა და ყივჩაღების ძლევა კალკასთან და დიდი დამპყრობლის მემკვიდრეობა.

    Mehr anzeigen Weniger anzeigen
    2 Std. und 18 Min.
  • ისტორიული დემოგრაფია: საქართველო და მსოფლიო. მწარე პოდკასტი #188
    Jan 21 2026

    ამ ეპიზოდში, ისტორიკოს გიორგი მეჭურჭლიშვილთან ერთად, ისტორიულ დემოგრაფიაზე ვისაუბრეთ, როგორც ზოგად კონტექსტში, საერთო სურათის საჩვენებლად, ისე უშუალოდ საქართველოზე.

    Mehr anzeigen Weniger anzeigen
    1 Std. und 39 Min.
  • ქართული სახელმწიფოს სათავეებთან: აქემენიანთა კვალი და ელინიზმი კავკასიაში. მწარე პოდკასტი #186
    Jan 13 2026

    პოდკასტში არქეოლოგი იულონ გაგოშიძე გვეწვია ანტიკური ხანის ისტორიასა და არქეოლოგიაზე, აქემენიანთა იმპერიაზე, ბერძნულ-სპარსული კულტურის შერწყმაზე კავკასიაში და ქართული სახელმწიფოებრიობის დასაწყისზე სასაუბროდ.

    Mehr anzeigen Weniger anzeigen
    1 Std. und 35 Min.
  • საურონი: სამყარო ბეჭდების მბრძანებლის ხედვით. მწარე პოდკასტი #186
    Dec 28 2025

    საურონი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უარყოფითი პერსონაჟია, რომელიც, თითქოს, ერთპიროვნულად ბოროტი ძალაა, თუმცა, ამის მიღმა, ბევრი საინტერესო დეტალი იმალება; 2025 წლის ბოლო, საახალწლო ეპიზოდში მიშა შაველიშვილთან ერთად „ბეჭდების მბრძანებლის" ამ უმნიშვნელოვანეს ფიგურაზე ვრცლად ვისაუბრეთ და მისი ხედვა, მოტივაცია და ინტერესები განვიხილეთ.

    Mehr anzeigen Weniger anzeigen
    2 Std. und 12 Min.
  • XX საუკუნე: კინო და ისტორია. მწარე პოდკასტი #185
    Dec 23 2025

    „მწარე პოდკასტში" GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გვესტუმრა XX საუკუნის მნიშვნელოვან ფილმებსა და მათში ასახულ ისტორიაზე, პროპაგანდაზე, მითებსა და სასტიკ რეალობაზე სასაუბროდ.

    Mehr anzeigen Weniger anzeigen
    1 Std. und 13 Min.
  • ლუდი და ისტორია: ამბები გრადუსით. მწარე პოდკასტი #184
    Dec 11 2025

    როდის და ვინ დაიწყო ლუდის მოხარშვა, განვითარების რა გზა განვლო ანტიკურობიდან შუა საუკუნეებამდე, ვინ იყვნენ არნოლდ სუასონელი და ჰილდეგარდ ფონ ბინგენი, რა ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება ლუდი, ვინ არიან ტრაპისტი ბერები, როგორ მოიხარშა პილსნერი, რა შეცვალა ლუდის სიწმინდის კანონმა - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე სასაუბროდ, ლუდით ხელში, გიორგი ბაქრაძე გვესტუმრა.

    Mehr anzeigen Weniger anzeigen
    2 Std. und 1 Min.